ტრენინგი სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანებისა (DWV) და ელემენტ ქონსთრაქშენის“ ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგი ჩატარდა. შეხვედრის მთავარი თემა "სამშენებლო პროექტის მენეჯერი და მისი როლი სამშენებლო უსაფრთხოებაში" იყო.
ტრენერებმა სამშენებლო პროექტის მენეჯერებისთვის და HSE მენეჯერებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს:
• სამშენებლო პროექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის 10 საფეხური
• სამშენებლო პროექტის მენეჯერი და მისი როლი სამშენებლო უსაფრთხოებაში
• წინა სამშენებლო უსაფრთხოების სამუშაოები
• სამშენებლო ობიექტზე განსახორციელებელი 6 პრინციპი და მათი დეტალური განხილვა
• უსაფრთხოების საფუძვლები: საფრთხე, რისკები
• პერსონალის დამცავი სპეციალური აღჭურვილობა
• ხელსაწყოები და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია
• სიმაღლეზე მუშაობის სპეციფიკა
• ხანძრისგან თავდაცვა
• სამშენებლო ნარჩენების მართვა და ობიექტის დასუფთავება.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ გეგმავს მსგავსს აქტივობას სისტემატური სახე მისცეს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
26.9.2018