კომპანია
გამოცდილება, ხედვა, სანდოობა
შედეგზე ორიენტირებული კონცეფცია

კომპანია
„ელემენტ ქონსთრაქშენის” საქმიანობა მოიცავს ინდუსტრიულ, ჰიდროტექნიკურ და სამოქალაქო მშენებლობას, სარემონტო სამუშაოებსა და პროექტირების სერვისს.
კომპანია 2007 წელს დაარსდა. მის სახელს უკავშირდება საქართველოში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური პროექტები.
"ელემენტ ქონსთრაქშენი" ოპერირებს პრეზენტაბელური პორტფოლიოთი, სადაც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდებისთვის განხორციელებული ობიექტები.
2024 წელს "ელემენტ ქონსთრაქშენმა" საკუთარი სერვისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა და უზბეკეთში დაიწყო ოპერირება.
მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) და ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი) სერტიფიკატი.
დასახელებულია ნომერ პირველ ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად.
„ელემენტ ქონსთრაქშენი” მსოფლიოში კორპორატიული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის UN GLOBAL COMPACT-ის წევრია.

მისია და მიზანი
„ელემენტ ქონსთრაქშენის“ მისია ქართულ სამშენებლო სექტორში ინოვაციებისა და მუდმივი განვითარების პროცესის უზრუნველყოფაა. სამშენებლო ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენ ელემენტს წარმოადგენს. მისი უწყვეტი ხელშეწყობით, კომპანია აცნობიერებს საკუთარი ვექტორის მდგრადობის მნიშვნელობას.
კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სამშენებლო სექტორში მოწინავე პოზიცია და შედეგზე ორიენტირებული გეზი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საერთაშორისო მასშტაბით განახორციელოს პროექტები, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობაზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას.
.webp)
ღირებულებები
პასუხისმგებლობა ის მთავარი დამახასიათებელი შტრიხია, რომლითაც „ელემენტ ქონსთრაქშენი“ გამოირჩევა როგორც პარტნიორების, ასევე საკუთარი თანამშრომლების მიმართ. კომპანია ხელს უწყობს გუნდის წევრების შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას. მიღებული ცოდნის გაზიარება კი „ელემენტ ქონსთრაქშენის“ კულტურის ნაწილია. შედეგად კომპანია საერთაშორისო სტანდარტების პროექტებს მიდგომით „სიზუსტე ყველა ელემენტში“ ახორციელებს.
სიზუსტე
ყველა ელემენტში





.webp)



კარიერა
"ელემენტ ქონსთრაქშენი" გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაიწყოთ, განაგრძოთ და განავითაროთ პროფესიული უნარები სამშენებლო სფეროში. გახდით ინოვაციური პროცესების და საინტერესო პროექტების მოქმედი ელემენტი.
კავშირიგილოცავთ!
თქვენი შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა. თქვენი რეზიუმე გადაეცემა ჩვენი HR სპეციალისტს, რომელიც თქვენი გამოცდილებით დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ.
Okayპარტნიორები
სრულად ნახვა
თანამშრომლობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებული პროექტის შედეგებს
დამკვეთები
სრულად ნახვა
სხვადასხვა სექტორის ლიდერი წარმომადგენლები და საერთო ძალისხმევით შექმნილი სიახლეები