ინდუსტრიული ნარჩენების მართვა და მდგრადი გადაწყვეტილებები - „ელემენტ ქონსთრაქშენის“ გამოცდილება ცირკულარული ეკონომიკის პლატფორმაზე
4 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე „ინდუსტრიული ნარჩენების მართვა და მდგრადი გადაწყვეტილებები“.
შეხვედრაზე მონაწილე კომპანიებმა გააზიარეს თავიანთი გამოცდილება ინდუსტრიული ნარჩენების მართვისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიმართულებით.
დისკუსიის მიზანი იყო კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ პრინციპების დანერგვის პროცესში.
„ელემენტ ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ოქროშიძემ, ისაუბრა ინდუსტრიული ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებსა და კომპანიის ინოვაციურ პრაქტიკაზე რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების წარმოებაში.
მისი თქმით, „ელემენტ ქონსთრაქშენი“ აქტიურად მუშაობს დახურული ციკლის ბეტონის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც წარმოების ნარჩენების რაოდენობას, ისე ნახშირბადის ემისიას.
მდგრადი წარმოების ეს მიდგომა არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, არამედ ენერგო და რესურსეფექტიანობის გაზრდასაც.
დისკუსია ჩატარდა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავდა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობას კერძო სექტორში.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
4.11.2025















.webp)
