„ელემენტ ქონსთრაქშენი“ უზბეკეთში მასშტაბურ პროექტს ახორციელებს
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ განაგრძობს წარმატებულ ოპერირებას უზბეკეთში, სადაც მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიის Chortoq Mineral Water-ისთვის თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურას აშენებს.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ პროექტს Design & Build-ის მოდელით ახორციელებს, რაც პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების სრულ ციკლს მოიცავს. შენობის კონსტრუქციული სისტემა კი რკინაბეტონის ანაკრები ელემენტებისგან შედგება.
პროექტი ითვალისწინებს მზა პროდუქციისა და ნედლეულის შესანახი კომპლექსის მშენებლობას, სადაც შენობის ფართობი 9 600 მ²-ია, ხოლო სამშენებლო ტერიტორია 15 000 მ²-ს აღემატება.
Chortoq Mineral Water უზბეკეთის მინერალური წყლების ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გამოირჩევა წარმატებული საერთაშორისო გამოცდილებით - ბრენდის პროდუქცია 14 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. Chortoq Mineral Water-ის საწარმოო ინფრასტრუქტურა 4 ჰექტარზეა განთავსებული და ევროპული და კორეული ტექნოლოგიებით აღჭურვილ ოთხ საწარმოო ხაზს აერთიანებს. კომპანიაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება Chortoq Mineral Water-ის არსებული ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტის პარალელურად, „ელემენტ ქონსთრაქშენის“ პორტფელი უზბეკეთში აერთიანებს როგორც ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით წარმატებულ განხორციელებულ პროექტებს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
11.11.2026
.jpg)









