„მოკლე ვადისა და მაღალი ხარისხის მოთხოვნები წარმატებით შესრულდა“ - „ლისი დეველოპმენტი“ სასტუმრო „ბუკნარის“ პროექტზე
„საქმიანი დილის“ სატელევიზიო ეთერი „ელემენტ ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებულ სასტუმრო „ბუკნარის“ პროექტს დაეთმო. სიუჟეტში წარმოდგენილი იყო კომპანიის მიერ შესრულებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სრული ციკლი, რომელმაც 11 000 მ²-ზე მეტი ფართობი მოიცვა.
პროექტის დამკვეთის, „ლისი დეველოპმენტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა ხაზარაძემ თანამშრომლობის შედეგი შეაფასა. მისი თქმით, მათთვის გადამწყვეტი იყო ორი კრიტერიუმი — მშენებლობის მოკლე ვადა და მაღალი ხარისხი. „ორივე მოთხოვნა „ელემენტ ქონსთრაქშენთან“ ერთად წარმატებით შევასრულეთ. სამომავლო პროექტებშიც აქტიურად განვიხილავთ "ელემენტ ქონსთრაქშენთან“ თანამშრომლობას, — აღნიშნა ნიკა ხაზარაძემ.
„ელემენტ ქონსთრაქშენის“ დირექტორმა დავით ჭოლოკავამ კი ყურადღება პროექტის მასშტაბსა და სხვადასხვა მიმართულების ერთიან მართვაზე გაამახვილა. „სასტუმროს ტიპის პროექტი განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნებს აყენებს შესრულების ხარისხის, დეტალებისა და სამუშაოების კოორდინაციის მიმართ. ჩვენი ამოცანა იყო, ყველა ეს მიმართულება ერთიან პროცესად გვემართა და დამკვეთისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შედეგი მიგვეწოდებინა“, — განმარტა დავით ჭოლოკავამ.
სასტუმრო „ბუკნარის“ პროექტით „ელემენტ ქონსთრაქშენის“ პორტფელს კიდევ ერთი დასრულებული სასტუმრო დაემატა, რომელიც წარმოაჩენს კომპანიის შესაძლებლობას, მასშტაბური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ერთიანი მართვის ფარგლებში განახორციელოს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
25.9.2026










