ბორჯომის ქარხნის მშენებლობის ისტორია
ბიზნეს მედიის BMG-ის ეთერი ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით ისტორიულ პროექტს - „ბორჯომის“ საწარმოს დაეთმო.
სატელევიზიო სიუჟეტში ამომწურავად არის წარმოდგენილი 3-წლიანი მშენებლობის ყველა მნიშვნელოვანი და სპეციფიკური ასპექტი. მათ შორის, გამოწვევები, რომლებსაც „ელემენტ ქონსთრაქშენმა“ შესაბამისი გამოცდილებით უპასუხა.
„EC თავიდანვე გამოირჩეოდა პასუხისმგებლობითა და მოქნილობით. კომპანიამ მოახდინა ეფექტური ადაპტირება ყველა იმ ცვლილებაზე, რაც სამშენებლო პროცესში გამოიკვეთა. ამით მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული გახდა“,- აღნიშნავს ჟურნალისტთან საუბრისას IDS ბორჯომი საქართველოს გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი. მისი განმარტებით, “ელემენტ ქონსთრაქშენი” ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც წარმატებით გახდა შესაძლებელი მასშტაბური პროექტის განხორციელება.
IDS ბორჯომი საქართველოს განვითარების დირექტორი ზვიად მემარნიშვილი კი აღნიშნავს, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სამშენებლო პარტნიორი, რომელიც დისციპლინათა შორის სინქრონიზაციას შეძლებდა. „კონსტრუქციული, სამშენებლო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დისციპლინები ერთდროულად ისე უნდა განხორციელებულიყო რომ შესაძლებელი ყოფილიყო ადგილზე არსებული, მოქმედი საწარმოს ჩანაცვლება ოპერაციების შეჩერების გარეშე“, - განმარტავს მემარნიშვილი. მისი შეფასებით, „ელემენტ ქონსთრაქშენის“ გამოცდილებამ 3-წლიანი სამშენებლო პროცესი მნიშვნელოვნად გაამარტივა.
„ელემენტ ქონსთრაქშენმა“ პირველი ქართული მინერალური წყლის - „ბორჯომის“ ახალი ქარხანა 48 000 კვ.მ. ტერიტორიაზე, სოფელ ყვიბისში ააშენა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
1.11.2025










.webp)