ელემენტ ქონსთრაქშენი ჰისნის მშენებლობას იწყებს
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ „ბიოგრაფი ლივინგის“ მასშტაბური პროექტის „ჰისნის“ მშენებლობას განახორციელებს.
პროექტის საწყის ეტაპზე ობიექტის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებამ - კომპანიების წარმომადგენლებმა და მომავალმა მობინადრეებმა - საძირკველში სიმბოლური კაფსულა მოათავსეს.
"ძალიან გვიხარია, რომ ჰისნის მშენებლობას განახორციელებს ისეთი გამოცდილი სამშენებლო კომპანია, როგორიც "ელემენტ ქონსთრაქშენია". ჩვენ უკვე გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება", - განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომპლექსი ოთხი თაუერისგან შედგება. პროექტის ჯამური ინვესტიცია კი 241 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ელემენტ ქონსთრაქშენისთვის“ დიდი პატივია მონაწილეობა ისეთ მნიშვნელოვნად პროექტში, როგორსაც წარმოადგენს „ჰისნი“. ეს არის ინიციატივა, რომელიც ქმნის დინამიურ და ცოცხალ გარემოს – სივრცეს, სადაც პრიორიტეტად განისაზღვრება ჯანსაღი ცხოვრების წესი, უსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა", - აღნიშნავს ალექსანდრე ოქროშიძე, “ელემენტ ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორი.
„ჰისნი” 36-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ ზონებს. იგი შენდება თბილისის ერთ-ერთ უძველეს და ისტორიულად გამორჩეულ უბანში - ისანში, რაც პროექტს დამატებით ურბანულ ღირებულებას სძენს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
10.11.2025




























.webp)
