მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება
„მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“ - ღონისძიებაზე, რომელმაც საერთაშორისო მასშტაბის არქიტექტორები და ინოვატორები გააერთიანა, მთავარი პარტნიორის სტატუსით “ელემენტ ქონსთრაქშენი” წარსდგა.
ფორუმი მიზნად ისახავდა არქიტექტურის ტრადიციული საზღვრების გაფართოებას და იმ უხილავ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს: ემოცია, მეხსიერება, კულტურული ნარატივები და მდგრადი პრაქტიკები.
აღნიშნულ თემებზე ფორუმის სცენამ ისეთ მასშტაბურ სპიკერებს უმასპინძლა, როგორებიც არიან მანუელა გატო (Zaha Hadid Architects), მარიოს ცილიაკოსი (Foster + Partners), ტიმ ფუ (Studio Tim Fu), სემ რაითი (WilkinsonEyre) და სხვა.
საკუთარი ხედვა „ელემეტ ქონსთრაქშენის“ მხრიდან პანელური დისკუსიის ფარგლებშიც დაფიქსირდა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ოქროშიძემ ღონისძიების მთავარ, შემაჯამებელ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამავე დიალოგის მონაწილე გახლდათ Zaha Hadid Architects-ის დირექტორი მანუელა გატო, რომელმაც შექმნილი ფორმატისა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ელემენტ ქონსთრაქშენთან“ ერთად, ფორუმის მთავარ პარტნიორებს წარმოადგენდნენ ბრიტანეთის საელჩო და “ელემენტ ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია “ზერონი”. ღონისძიება Cityzen-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 27 სექტემბერს, გაიმართა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
29.9.2025