თელავი მოლის მშენებლობის შედეგები
„სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს სირთულეების გარეშე და ზუსტად მსგავსი გამოწვევების დროს ჩნდება კომპანიის გამოცდილება. „თელავი მოლის” პროექტი წარმატებით დავასრულეთ სწორედ “ელემენტ ქონსთრაქშენის” გამოცდილების და სწრაფი რეაგირებების დამსახურებით”, - პაპუნა კაციტაძე, “ემპი დეველოპმენტის” დირექტორი.
“ელემენტ ქონსთრაქშენმა” სავაჭრო ცენტრის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები განახორციელა. ობიექტი 15 749 კვ.მ. ტერიტორიაზეა განთავსებული და წარმოადგენს კახეთის რეგიონში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომერციულ სივრცეს.
„თელავი მოლი“ აერთიანებს საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს. სავაჭრო ცენტრში საშოპინგე სივრცეების გარდა, საკვები ობიექტები, საბავშვო გასართობი სივრცეები და კინოთეატრი დახვდებათ მომხმარებლებს.
„თელავი მოლი“ კომერციული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის “ემპი დეველოპმენტის” პორტფელში რიგით მე-18 ობიექტია. მასთან ერთად, „ემპი დეველოპმენტი“ საქართველოს 9 ქალაქში 18 სავაჭრო ცენტრს ფლობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ემპი დეველოპმენტი“ განაგრძობს პორტფელის განვითარებას და სამომავლო პროექტებში სამშენებლო პარტნიორად „ელემენტ ქონსთრაქშენს“ განიხილავს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
15.6.2026










