ელემენტ ქონსთრაქშენი ბიზნეს ფორუმზე "საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა" წარსდგა
„ელემენტ ქონსთრაქშენმა" ტაშკენტში გამართულ ბიზნეს კონფერენციასა და გამოფენაში "საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ მიიღო მონაწილეობა. კომპანიამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ოპერირების არეალი გააცნო, ხოლო ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზრის პოტენციალსა და უპირატესობებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ უზბეკეთში 2024 წლიდან, ადგილობრივ კომპანია „ბელტერა ჰოლდინგთან“ პარტნიორობით არის წარმოდგენილი. სამშენებლო კომპანია, ამ ეტაპზე, უზბეკეთში სამოქალაქო მშენებლობის განხრით ახორციელებს პროექტებს.
"საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა“ 8-9 ოქტომბერს, „გაყიდვების ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ბიზნეს კავშირების განვითარება ცენტრალური აზიის რეგიონში. ღონისძიებამ შექმნა მნიშვნელოვანი პლატფორმა ქართული ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ უზბეკეთის მზარდ ბაზარზე პოზიციონირება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
14.10.2025