ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობით Wendy’s კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა
Design & Build-ის პრინციპით, ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა" Wendy’s კიდევ ერთი რესტორანი დაასრულა.
,,ბრენდის ახალი დიზაინის გავრცელება აშშ-ში მომავალი წლიდან დაიწყება, საქართველოში კი ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ აღნიშნული სტანდარტით უკვე მეორე ობიექტი დააპროექტა და ააშენა“, - განაცხადა „ვენდის“ გენერალურმა დირექტორმა. გიორგი მშვილდაძემ სამშენებლო კომპანიასთან თანამშრომლობის კომფორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ,,ელემენტ ქონსთრაქშენი“ საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებს.
რესტორნის ოფიციალურ გახსნას, ,,ვენდისისა“ და ,,ელემენტ ქონსთრაქსენის“ წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერი კახი კალაძე დაესწრო.
განახლებული კონცეფციის არქიტექტურით Wendy’s სტუმრებს ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს #10-ში უმასპინძლებს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
5.1.2023