ელემენტ ქონსთრაქშენმა ტერმინალ თაუერსის რემონტი დაასრულა
"ელემენტ ქონსთრაქშენმა" რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცის სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
ეს Terminal Towers-ია. სამშენებლო კომპანიამ ობიექტისთვის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ოფისები, კაფე-ბარი, სარელაქსაციო ზონა და სხვადასხვა დანიშნულების ფართი მოაწყო. სივრცის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ელემენტი ტერაცოს იატაკია. Terminal Towers-ის სტუმრებს ყურადღების გარეშე არ დარჩებათ შეხვედრებისთვის განკუთვნილი სცენა-ოთახი, სადაც ექსკლუზიური პროდუქტი - რუსტიკის იატაკია გამოყენებული. ობიექტი 500 მომხმარებელზეა გათვლილი, რაც მასშტაბით, რეგიონში უპრეცედენტოა.
სარემონტო სამუშაოები 2 840 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობდა.
პროექტის ინტერიერის დიზაინერია ევგენია გორდინსკაია. მას ეკუთვნის,,ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის დიზაინიც, სადაც სარემონტო სამუშაოები ასევე ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ განახორციელა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
8.11.2020