ელემენტ ქონსთრაქშენმა ჰოლიდეი ინნ ექსპრესი ააშენა
,,ელემენტ ქონსთრაქშენმა" ,,ჰოლიდეი ინნ ექსპრესის" მშენებლობა დაასრულა. საერთაშორისო ბრენდის ობიექტი დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ავლაბარში მდებარეობს.
„ელემენტ ქონსთრაქშენმა“ ობიექტზე განახორციელა:
- რკინა-ბეტონის სამუშაოები;
- შიდა ტიხრებისა და ჭერის მოწყობა;
- იატაკის მოჭიმვა და თვითსწორებადი იატაკის მოწყობა;
- ფასადის ლესვა და სამღებრო სამუშაოები;
- ფასადის თბოიზოლაციის მოწყობა.
Holiday Inn Express-ის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International (HCI) განახორციელებს. სასტუმროს გახსნა შემოდგომაზეა დაგეგმილი. იგი ვიზიტორებს 123 ნომერს შესთავაზებს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
8.3.2022