ელემენტ ქონსთრაქშენი ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერია
,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ 160-ზე მეტი ახალგაზრდის სამეწარმეო იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი. სამშენებლო კომპანია განაგრძობს სოციალურ საწარმოსთან ,,ცოდნის კაფე“ პარტნიორობას და ,,ბუთქემფი 2021“ გენერალური მხარდამჭერია.
პროექტმა საქართველოს მასშტაბით თინეიჯერების სტარტაპები მაღალი მოქალაქეობრივი მიზნის გარშემო გააერთიანა - მოზიდული რესურსებით საკუთარი წვლილი შეიტანონ საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობაში.
,,ელემენტ ქონსთრაქშენთან“ ერთად პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID/Georgia და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
29.4.2021