ელემენტ ქონსთრაქშენი 13 წლისაა
,,ელემენტ ქონსთრაქშენი“ სოციალურ საწარმოში ,,ცოდნის კაფე“არსებული განათლების ფონდის მთავარი მხარდამჭერი გახდა. ,,კომპანიამ საკუთარი დაბადებისდღე აჩუქა ახალგაზრდებს, რომლებიც ტექნიკური რესურსის არქონის გამო, ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლაში. ეს იყო პრეცედენტი - როგორ შეიძლება აქციო იუბილე საზოგადოებისთვის სიკეთის მომტან ღონისძიებად“, - განაცხადა სოციალური საწარმოს თანადამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა, რომელმაც ,,ელემენტ ქონსთრაქშენს“ ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.
იუბილარი კომპანია ,,ელემენტ ქონსთრაქშენი“ აქტიურია როგორც ინდუსტრიული, ასევე სამოქალაქო მშენებლობის კუთხითაც.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
6.10.2020