ელემენტ ჰოლდინგს ახალი დირექტორი ჰყავს

ელემენტ ჰოლდინგს ახალი დირექტორი ჰყავს

„ელემენტ ჰოლდინგს“  ზაქრო ებელაშვილი უხელმძღვანელებს. დირექტორის პოსტი მან ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომპანია ,,სითიმის“ პარტნიორების შეთანხმების საფუძველზე დაიკავა.

შეთანხმება კომპანიების მრავალწლიანი თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე გადასვლის დასტურია.  ,,ელემენტ ჰოლდინგში“ ,,სითიმის“ დამფუძნებლის დავით ქარდავას და მისი გუნდის ჩართულობით ბოლო 5 წლის განმავლობაში  შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა:

·       ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნა და დანერგვა;

·       განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

·       ინოვაციური ბიზნეს პროცეს მენეჯმენტისა და KPI სამოტივაციო სისტემის დანერგვა;

·       ISO 9001: 2015 და ISO  45001: 2018   სერტიფიცირება.

აღნიშნულ პროცესებს ,,ელემენტ ჰოლდინგში“, C-Team-ის მხრიდან მისი პარტნიორი ზაქრო ებელაშვილი მართავდა. C-Team-ის პროექტებში იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2019 წლიდან ჩაერთო. ზაქრო ებელაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსების ანალიზის მაგისტრის ხარისხი პალერმოს უნივერსიტეტში, იტალიაში მიიღო. ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე კი ხორვატიაში, დუბროვნიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

სწორედ მისი ხელმძღვანელობით, ,,ელემენტ ჰოლდინგისთვის“ შემუშავდა ლითონკონსტრუქციების საწარმოს განვითარების ბიზნეს გეგმა და პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ქარხნის მშენებლობისა და ოპერირებისთვის საჭირო რესურსების მოძიება. ,,შედეგად სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით ჰოლდინგის კონკურენტული უპირატესობა  გაძლიერდა. დარწმუნებული ვარ, ზაქრო სამომავლოდაც არაერთ ქმედით ნაბიჯს გადადგამს ჰოლდინგის განვითარებისა და წარმატებისთვის“,- აცხადებს ,,ელემენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი პაატა ჩიტორელიძე.

აღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების საერთო შეთანხმებით,  ებელაშვილი C-Team-ის პარტნიორად რჩება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. თავის მხრივ, C-Team-ის გუნდი განაგრძობს ,,ელემენტ ჰოლდინგის“ მასშტაბით სტრატეგიული, სტრუქტურული და საოპერაციო პროექტების განხორციელებას.

,,ელემენტ  ჰოლდინგი“ ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მისი წლიური ბრუნვა 100 მლნ ლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი - 500-ს. ჰოლდინგში ოპერირებს სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულების კომპანიები. მათ შორის, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ,,ელემენტ ქონსთრაქშენი“ და ,,ოლ-პი ჯგუფი“.

No items found.

კატეგორია:

ახალი ამბები

გამოქვეყნებულია:

13.9.2022

მსგავსი სიახლეები

სითიზენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

სითიზენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

გამოქვეყნებულია:

17.7.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

კომპლექსი მოიცავს 23 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ დარბაზსა და აუზს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, მაღაზიებსა და კაფე-ბარებს, არტ სივრცეებს, ტბას და ა.შ.

დეტალურად

ტრენინგ ცენტრში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება გრძელდება

ტრენინგ ცენტრში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება გრძელდება

გამოქვეყნებულია:

11.7.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

სასწავლებელმა ამჯერად ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დეტალურად

 EC N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

EC N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

გამოქვეყნებულია:

14.6.2025

კატეგორია:

ჯილდოები

ბიზნეს რეიტინგში პირველი ადგილი კომპანიამ 2024 წელს განხორციელებული პროექტების მიხედვით დაიკავა.

დეტალურად

თბილისი დრაი პორტი ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობას აფასებს

თბილისი დრაი პორტი ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობას აფასებს

გამოქვეყნებულია:

11.6.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

"ჩანდა EC-ის გამოცდილება. კომპანიას ახასიათებს დეტალური რეპორტინგი და ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებები“, - ნინო ნემსაძე, „თბილისი დრაი პორტის“ გენერალური დირექტორი.

დეტალურად

ბუკნარის სარემონტო სამუშაოები

ბუკნარის სარემონტო სამუშაოები

გამოქვეყნებულია:

20.5.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

"ელემენტ ქონსთრაქშენი" აქტიურ რეჟიმში განაგრძობს აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. „ბუკნარის“ ობიექტზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

დეტალურად

ტრენინგ ცენტრში ახალი პროგრამა დაიწყო

ტრენინგ ცენტრში ახალი პროგრამა დაიწყო

გამოქვეყნებულია:

7.4.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

სასწავლო პროცესი ორწლიანია და გაიცემა როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ასევე გერმანულენოვანი სერტიფიკატი.

დეტალურად

დიპლომატ ჯორჯია ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობის შედეგებზე

დიპლომატ ჯორჯია ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობის შედეგებზე

გამოქვეყნებულია:

18.3.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

"EC-სთან თანამშრომლობით მივიღეთ საერთაშორისო სტანდარტის სასაწყობო სივრცე“, - ირინა ქიტიაშვილი „დიპლომატ ჯორჯიას“ ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დეტალურად

ეფეს საქართველო: ელემენტ ქონსთრაქშენს საერთაშორისო სტანდარტები გამოარჩევს

ეფეს საქართველო: ელემენტ ქონსთრაქშენს საერთაშორისო სტანდარტები გამოარჩევს

გამოქვეყნებულია:

4.3.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

,,ეფეს საქართველოსთვის“ კომფორტული აღმოჩნდა EC-სთან პარტნიორობა, როგორც ხარისხიანი მშენებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის გამო".

დეტალურად

ელემენტ ქონსთრაქშენი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა

ელემენტ ქონსთრაქშენი უზბეკეთის ბაზარზე გავიდა

გამოქვეყნებულია:

10.2.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

„ელემენტ ქონსთრაქშენმა“ უზბეკეთში დაიწყო ოპერირება - აღნიშნული ფაქტი კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ოქროშიძემ გადაცემაში „საქმიანი დილა“ სტუმრობისას გააჟღერა.

დეტალურად

ელემენტ ქონსთრაქშენი გადასაღებ პავილიონს აშენებს

ელემენტ ქონსთრაქშენი გადასაღებ პავილიონს აშენებს

გამოქვეყნებულია:

28.1.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პავილიონის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით გადავწყვიტეთ“, - „აპარატუს სტუდიო“.

დეტალურად

Element Construction logoElement Construction logo