თბილისი დრაი პორტი ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობას აფასებს
"ელემენტ ქონსთრაქშენთან" თანამშრომლობისას ჩანდა მათი გამოცდილება. კომპანიას ახასიათებს დეტალური რეპორტინგი, სწრაფი რეაგირებები და ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებები“, - ნინო ნემსაძე, „თბილისი დრაი პორტის“ გენერალური დირექტორი.
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, "ელემენტ ქონსთრაქშენმა“ „თბილისი დრაი პორტის“ ობიექტი ააშენა.
კომპანიაა პროექტის აღნიშნული ნაწილის პროექტირების ავტორიც.
„თბილისის მშრალი პორტის“ კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით. გეგმის მიხედვით, პორტი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
11.6.2025