თემურ ჭყონია ელემენტ ქონსთრაქშენის პროექტს აფასებს
"ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ - საოცარი პროექტი გამოგვივიდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ვთანამშრომლობთ არაჩვეულებრივ სამშენებლო კომპანია -"ელემენტ ქონსთრაქშენთან", - განაცხადა თემურ ჭყონიამ "ტვ პირველის" ეთერში სტუმრობისას.
შეგახსენებთ, რომ "კოკა-კოლას" რეგიონული მნიშვნელობის ქარხნის მშენებლობას სრულად "ელემენტ ქონსთრაქშენმა" განახორციელა. მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე ლოკაციის ერთდროულად ათვისებით მიმდინარეობდა, რომლის დროსაც 150 ადამიანზე მეტი დასაქმდა. პროექტი 18500 მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760 მ2 ქარხნის შიდა საოფისე სივრცისგან, ლაბორატორიისა და სხვა ტექნიკური ფართებისგან შედგება. ქარხნის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, "ელემენტ ქონსთრაქშენი" "კოკა-კოლას" სათავო ოფისის მშენებლობაზე მუშაობს.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
10.1.2020