პროფესიული უნარების მომზადება-გადამზადების ცენტრის გახსნა
„ელემენტ ქონსთრაქშენმა" პროფესიული უნარების მომზადება-გადამზადების ცენტრი გახსნა. სასწავლო დაწესებულების ამოქმედება USAID-ის პროგრამასთან „ დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში იქნა შესაძლებელი.
თანამშრომლობა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას,დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, ა.ენუქიძის #7-ში მდებარეობსდა იგი საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
13.1.2025