ელემენტ ქონსთრაქშენმა USAID-ის პროგრამებთან პარტნიორობა დაიწყო
სამშენებლო სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, "ელემენტ ქონსთრაქშენმა“ USAID-ის პროგრამებთან თანამშრომლობა დაიწყო.
,,დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია პროფესიული განათლების მომზადებისა და გადამზადების ცენტრს ხსნის.
"USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან" თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კი, "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ჩართულობით, ევროკოდებთან დაკავშირებით სფეროს წარმომადგენელთა მომზადებას გულისხმობს.
მხარეთა შორის პარტნიორობის შესაბამის ხელშეკრულებებს ხელი 30 ნოემბერს მოეწერა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
12.4.2024