ელემენტ ქონსთრაქშენი UN Global Compact-ის წევრი გახდა
,,ელემენტ ქონსთრაქშენი“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრთა რიგებს შეუერთდა. UN Global Compact-ი მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა.
წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი კომპანიას ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ გენერალურ ასამბლეაზე გადაეცა. ღონისძიებაზე ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ დაადასტურა საკუთარი საქმიანობის თანხვედრა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებთან.
,,მოხარული ვარ, რომ „ელემენტ ქონსთრაქშენი“ გაეროს გლობალური შეთანხმებასა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი გახდა. ეს მიუთითებს კომპანიის მზაობასა და მისწრაფებაზე, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით წარმართოს თავისი საქმიანობა. გაეროს გლობალური შეთანხმება დაფუძნებულია ათ პრინციპზე - ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, კომპანია რომელიც უერთდება პლატფორმას, პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს“, - განაცხადა ,,გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
21.7.2021