ელემენტ ქონსთრაქშენი გადასაღებ პავილიონს აშენებს
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პავილიონის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით გადავწყვიტეთ“, - „აპარატუს სტუდიო“.
სამშენებლო სამუშაოები 5000 კვ.მ. ტერიტორიაზე, თბილისში მიმდინარეობს.
პავილიონის მშენებლობის მიზანი კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოში გლობალური პროექტების მოზიდვაა.
„აპარატუს სტუდიო“ „ბუმერანგ ფილმსის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც კინო/სარეკლამო სფეროში 15 წელია ოპერირებს. მისი პორტფოლიო ძირითადად საერთაშორისო პროექტებს ეთმობა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
28.1.2025