ავეჯის ინდუსტრიაში პირველი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა

ავეჯის ინდუსტრიაში პირველი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა

„ელემენტ ქონსთრაქშენი“ კომპანია „ელთიბის“ დაკვეთით სამხრეთ კავკასიაში პირველი ავტომატიზებული ავეჯის საწარმოს მშენებლობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

საწარმო თბილისში, ულიანოვის ქ. №29-ში, 6 620 კვ.მ.-ზე იქნება განთავსებული. მისი მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, ხოლო დასრულებული პროექტის გახსნა 2026 წელს იგეგმება. საწარმოს პროექტს მრავალპროფილური გამოცდილების მქონე კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ უძღვება, ხოლო პროექტის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა/გამართვაზე გერმანული ბრენდი HOMAG იმუშავებს.

რობოტიზებული საწარმოს აშენების მიზანი „ელთიბის“ საწარმოო პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და ხარისხის სტანდარტიზაციაა, რაც კომპანიას პროდუქციის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პროექტი გამოირჩევა ენერგოეფექტურობით – ნარჩენების გადამუშავების ხარჯზე მიღებული ენერგია წარმოებას მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება.

გარდა ბიზნესის განვითარებისა, ავტომატიზებული საწარმო გაზრდის სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მაგალითად: კომპიუტერული ინჟინერია, ავეჯის კონსტრუირება, ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო ჯამური ინვესტიცია დაახ. 15 მლნ. ლარს შეადგენს. აქედან 10 მლნ. სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ხოლო დანარჩენი DCFTA-ის პროგრამით იქნა მოზიდული. მხარდაჭერის პირობები ასეთია: პირველ შემთხვევაში ფინანსდება სესხის პროცენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში – სესხის 15%-მდე წილი.

აღნიშნულ გრანდიოზულ პროექტს წინ უძღოდა „ელემენტ ქონსთრაქშენისა“ და „ელთიბის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 2021 წელს ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ პანდემიის დროს მოქმედი რეგულაციების პირობებში, ვადაზე ადრე დაასრულა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური საწარმო ნაგებობის მშენებლობა. ,,ელემენტ ქონსთრაქშენის“ ინდუსტრიულ სამშენებლო პორტფოლიოში ასევე წარმოდგენილია „ელთიბის“ პირველი საწარმო.

No items found.

კატეგორია:

ახალი ამბები

გამოქვეყნებულია:

6.9.2024

მსგავსი სიახლეები

ელემენტ ქონსთრაქშენი  ბიზნეს ფორუმზე "საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა" წარსდგა

ელემენტ ქონსთრაქშენი ბიზნეს ფორუმზე "საქართველო-უზბეკეთი: აბრეშუმის გზა" წარსდგა

გამოქვეყნებულია:

14.10.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

კომპანიამ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ოპერირების არეალი გააცნო, ხოლო ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზრის პოტენციალსა და უპირატესობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

დეტალურად

მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება

მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება

გამოქვეყნებულია:

29.9.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

ფორუმი მიზნად ისახავდა არქიტექტურის ტრადიციული საზღვრების გაფართოებას და იმ უხილავ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

დეტალურად

ბორჯომის ქარხნის პრეზენტაცია

ბორჯომის ქარხნის პრეზენტაცია

გამოქვეყნებულია:

12.9.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

„ელემენტ ქონსთრაქშენმა“ მასშტაბურ პროექტზე მუშაობა 2022 წლიდან დაიწყო, რა დროსაც აშენდა საწარმოო სივრცე, ენერგეტიკული ცენტრი, საწყობი, ლოგისტიკური ცენტრი და საოფისე შენობა. პროექტი ორ ძირითად ეტაპად განხორციელდა. იგი გამოირჩეოდა მოცულობითა და სირთულით.

დეტალურად

ელემენტ ქონსთრაქშენი თბილისის არქიტექტურის ფორუმის მთავარი პარტნიორია

ელემენტ ქონსთრაქშენი თბილისის არქიტექტურის ფორუმის მთავარი პარტნიორია

გამოქვეყნებულია:

9.9.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

ღონისძიების თემაა „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.

დეტალურად

სითიზენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

სითიზენის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

გამოქვეყნებულია:

17.7.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

კომპლექსი მოიცავს 23 000 კვ.მ. რეკრეაციულ სივრცეს, სპორტულ დარბაზსა და აუზს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, მაღაზიებსა და კაფე-ბარებს, არტ სივრცეებს, ტბას და ა.შ.

დეტალურად

ტრენინგ ცენტრში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება გრძელდება

ტრენინგ ცენტრში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება გრძელდება

გამოქვეყნებულია:

11.7.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

სასწავლებელმა ამჯერად ფრანკფურტის ხელოსანთა პალატის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დეტალურად

 EC N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

EC N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა

გამოქვეყნებულია:

14.6.2025

კატეგორია:

ჯილდოები

ბიზნეს რეიტინგში პირველი ადგილი კომპანიამ 2024 წელს განხორციელებული პროექტების მიხედვით დაიკავა.

დეტალურად

თბილისი დრაი პორტი ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობას აფასებს

თბილისი დრაი პორტი ელემენტ ქონსთრაქშენთან თანამშრომლობას აფასებს

გამოქვეყნებულია:

11.6.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

"ჩანდა EC-ის გამოცდილება. კომპანიას ახასიათებს დეტალური რეპორტინგი და ინოვაციური სამშენებლო გადაწყვეტილებები“, - ნინო ნემსაძე, „თბილისი დრაი პორტის“ გენერალური დირექტორი.

დეტალურად

ბუკნარის სარემონტო სამუშაოები

ბუკნარის სარემონტო სამუშაოები

გამოქვეყნებულია:

20.5.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

"ელემენტ ქონსთრაქშენი" აქტიურ რეჟიმში განაგრძობს აჭარაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. „ბუკნარის“ ობიექტზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

დეტალურად

ტრენინგ ცენტრში ახალი პროგრამა დაიწყო

ტრენინგ ცენტრში ახალი პროგრამა დაიწყო

გამოქვეყნებულია:

7.4.2025

კატეგორია:

ახალი ამბები

სასწავლო პროცესი ორწლიანია და გაიცემა როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ასევე გერმანულენოვანი სერტიფიკატი.

დეტალურად

Element Construction logoElement Construction logo