არქეოლოგიური აღმოჩენა ელემენტ ქონსთრაქშენის სამშენებლო მოედანზე
საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ,,ელემენტ ქონსთრაქშენის“ სამშენებლო მოედანზე სოფელ ბიწმენდში.
მშენებლებმა მიმდინარე სამუშაოებისას ორი დერგი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიამ დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს მიმართა.
არქეოლოგებმა ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი ვარაუდით, მასალა გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება.
სოფელ ბიწმენდში ,,ელემენტ ქონსთრაქშენმა,“ 90 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა ააშენა.
კატეგორია:
ახალი ამბები
გამოქვეყნებულია:
18.5.2021