შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა
ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო სტანდარტები
მთავარი პრიორიტეტი

ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა
"ელემენტ ქონსთრაქშენი"-ს ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სისტემების ეფექტური მენეჯმენტი და განუხრელი მიდევნება.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია თანამშრომლების და იმ პირთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან მის საქმიანობაში. შესაბამისად, HSE პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ISO 14001 (გარემოს დაცვა) და OSHAS 18001 (პროფესიული ჯანდაცვა და უსაფრთხოება) სტანდარტებს, მუდმივად ხორციელდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი პროგრამების წარმართვა, რომლებიც მიმართულია ტრავმების, დაავადებების, უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და გარემოსთვის ნებისმიერი ზიანის მიყენების აღმოფხვრაზე.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ ფლობს ISO 45001:2018 სერტიფიკატს. აღნიშნული სტანდარტი ემსახურება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემების გამართულ ფუნქციონირებას. მისი მიზანია, სამუშაო გარემოში ფიზიკური დაზიანებებისა და დაავადებების შემცირება.
,,ელემენტ ქონსთრაქშენმა“ სერტიფიცირება გაიარა შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა ინსპექტირების, ტესტირებისა და სერტიფიკაციის მიმართულებით.