Doka საყალიბე სისტემების ერთ-ერთი გლობალურად ლიდერი კომპანიაა. იგი წარმოდგენილია 58-ზე მეტ ქვეყანაში 180-ზე მეტი გაყიდვებისა და ლოგისტიკის ობიექტით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ადგილზევე უზრუნველყოს პროფესიული კონსულტაცია, ტექნიკური მხარდაჭერა და სერვისი. მისი ძლიერი სადისტრიბუციო ქსელი განაპირობებს აღჭურვილობის სწრაფ მიწოდებას, პროექტის სიდიდისა და სირთულის მიუხედავად.
კომპანია მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 9,000 თანამშრომელს ასაქმებს და ეკუთვნის Umdasch Group-ს, რომელიც უკვე 150 წელზე მეტია გამოირჩევა სანდოობით, გამოცდილებითა და მდგრადობით.
პარტნიორები
სრულად
თანამშრომლობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებული პროექტის შედეგებს