
პროკრედიტ ბანკი, საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად პროკრედიტ ბანკი მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის განვითარებას უწყობს ხელს. ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს. ამისათვის ბანკში დანერგილია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, ეკო პროდუქტები და შედეგად, პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ISO 14001 სერტიფიკატი მოიპოვა.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო FITCH RATINGS-ის მიერ პროკრედიტ ბანკს მინიჭებული აქვს “BB+” რეიტინგი, რაც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია საქართველოში და ერთი საფეხურით მაღალია ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. აღნიშნული რეიტინგი ბანკის აქტივების ისტორიულად საუკეთესო ხარისხზე, ძლიერ კორპორაციულ მართვასა და კარგ რისკ მენეჯმენტზე მიუთითებს.
პარტნიორები
სრულად
თანამშრომლობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებული პროექტის შედეგებს