ნოსტე

„ნოსტე“ - ხარისხით და გემოთი გამორჩეულ ქათმის ქართულ, ნატურალურ ხორცპროდუქტებს სთავაზობს მომხმარებლებს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მის ბრენდირებულ ორმოცდაათამდე მაღაზიაში - თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მასშტაბით.

„ნოსტე“ ქართულ ბაზარზე პირველად 2019 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივად მზარდი მოთხოვნით სარგებლობს მომხმარებლებს შორის. „ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების განსაკუთრებულ გემოს და  ხარისხს  ფრინველისთვის მიწოდებული საკვები განაპირობებს. ქათმის ძირითად საკვებს სიმინდი და სოიო წარმოადგენს, რაციონში არ ხდება არც ცხოველური და არც ქიმიური მინარევების დამატება. გარდა ქათმის ხორცპროდუქტებისა, კომპანია ახორციელებს საინკუბაციო კვერცხისა და ერთ დღიანი წიწილის ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში.

მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდებისათვის კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობისა და კონტროლის მსოფლიო სისტემა HACCP. სურსათის კონტროლის მექანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირება მომხმარებლისათვის ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციის მიწოდების გარანტიაა.

„ნოსტე“-ს ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებას კომპანია „ჯი პი პი“ (GPP) ახორციელებს

დამკვეთები

სრულად

ჩვენი სანდო პარტნიორობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებულ პროექტის შედეგებს.

Element Construction logoElement Construction logo