„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ დაარსდა 1997 წელს თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე. კომბინატის ბაზა ფუნქციონირებდა 50-იან წლებში და ამიერკავკასიაში უდიდესი რძის მწარმოებელი პუნქტი იყო. 2016 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა. გლობალური ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა: ,,President", ,,Galbani", ,,Parmalat". 2011 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ აქტიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის ჩამბარებელ და გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს.
,,სანტე" სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO სერტიფიკატი მიიღო. ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატით მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა, ხოლო HACCP სერთიფიკატით დადასტურდა, რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერტიფიცირებული სისტემის მფლობელია. აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს, რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია.
დამკვეთები
სრულად
ჩვენი სანდო პარტნიორობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებულ პროექტის შედეგებს.