ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა

მიდგომა, რომელიც ხარისხის სტანდარტს ქმნის

სიზუსტე ყველა ელემენტში

Photo

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა

„ელემენტ ქონსთრაქშენი" მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხისა და დამკვეთების კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.

კომპანიას შემუშავებული აქვს ხარისხის პოლიტიკა, რომელიც ყოველწლიურად ახლდება. დოკუმენტის შესაბამისობის დაცვის ვალდებულება ხელმძღვანელობას ეკისრება, რომელიც ახორციელებს პოლიტიკის და მასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტურობის მონიტორინგს. ,,ელემენტ ქონსთრაქშენ"-ში ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებაზე კი პასუხისმგებელია გუნდის ყველა წევრი.

კომპანია ფლობს  ISO 9001:2015 სერტიფიკატს, რაც გამორიცხავს მთელ რიგ რისკებს სამშენებლო პროცესში. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი ნიშნავს, რომ მშენებლობის, ორგანიზაციული მოწყობის, ბიზნეს პროცეს მენეჯმენტის და იურიდიული ასპექტების ხარისხი თანმიმდევრულია. იგი სერვისის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიას იძლევა.

სერვისები

Element Construction logoElement Construction logo