კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურისა და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის და დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი და მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები.

დამკვეთები

სრულად

ჩვენი სანდო პარტნიორობა წამყვან ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მასალებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და წარმატებულ პროექტის შედეგებს.

Element Construction logoElement Construction logo