სარემონტო სამუშაოები
- სასტუმროების,
- კომერციული ობიექტების,
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების,
- ტურისტული ინფრასტრუქტურის,
- საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების (სამედიცინო, საგანმანათლებლო და ა.შ)
სარემონტო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტებით.
"ელემენტ ქონსთრაქშენს" მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) და ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი) სერტიფიკატი.

სარემონტო სამუშაოები „ელემენტ ქონსთრაქშენის“ ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა.
2013 წლიდან, შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ აქტიური ნაბიჯები გადადგა სერვისის განვითარებისთვის.
პირველ ეტაპზე მოხდა თანამშრომლების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნულმა კომპანიას საშუალება მისცა ეპასუხა არაერთი გლობალური ბრენდის საჭიროებისთვის, სარემონტო მიმართულებების განხრით.
გამოცდილი მშენებლების გარდა, კომპანიის წარმატებას მოსაპირკეთებელი მასალების უცხოელ მწარმოებლებთან, „ელემენტ ქონსთრაქშენის“ მჭიდრო თანამშრომლობა განაპირობებს. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონტაქტების საშუალებით, დამკვეთისთვის მუდამ ხელმისაწვდომია საერთაშორისო სტანდარტების მასალა.
სამუშაოების თითოეული ეტაპი კი სრულად კონტროლდება სამშენებლო კომპანიის ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.