ჰიდროტექნიკური მშენებლობა
სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სამონტაჟო სამუშაოები:
- ჰიდროელექტრო სადგურები;
- წყლის რეზერვუარები;
- სატუმბო სადგურები.
"ელემენტ ქონსთრაქშენს" მიღებული აქვს ISO 45001:2018 (პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტი) და ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი).

სიზუსტე ყველა ელემენტში - აღნიშული პრინციპით „ელემენტ ქონსთრაქშენი“ ჰესების მშენებლობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.
პროცესში გარემოზე ზემოქმედების ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი.
სამუშაოების თითოეული ეტაპი კონტროლდება კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტების მიერ ადგილზე მიმდინარე სისტემატური დაკვირვებებისა და ლაბორატორიული კვლევების სახით.
კომპანია აცნობიერებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობას, რაშიც საკუთარი წვლილი შეაქვს მიმდინარე თუ დასრულებული ჰიდროელექტრო პროექტების სახით.
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. კომპანიას, საქართველოს მასშტაბით, სპეციფიკური გამოწვევების მიუხედავად, წარმატებით აქვს შესრულებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჰიდროტექნიკური პროექტი.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ მზად არის არსებული გამოცდილება სამომავლო მასშტაბური პროექტების რეალიზებისთვის გამოიყენოს.