
მშენებლობის ზედამხედველობა და მართვა - აღნიშნული სერვისით „ელემენტ ქონსთრაქშენი“ კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის პროექტს ხელმძღვანელობს.
დასახელებული მიმართულება მოითხოვს განსაკუთრებულ ტექნიკურ ცოდნას, საერთაშორისო სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან თანხვედრას. იგი მოიცავს სამშენებლო პროცესის კონტროლს, მათ შორის საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის რევიზიას, სამუშაოების პროგრესის მონიტორინგს, ხარისხისა და ხარჯების კონტროლს, ხელშეკრულებების ადმინისტრირებას და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციას. ამ მომსახურების მიზანია უზრუნველყოს პროექტის განხორციელება დაგეგმილი ბიუჯეტის, ვადების და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, რისკების მართვა და დამკვეთის ინტერესების მაქსიმალური დაცვა პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.
ობიექტი ბათუმში მდებარეობს და მისი მასშტაბი 15,500 კვ.მ.-ს მოიცავს. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საცურაო აუზით. აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც. კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი.